თბილისში „ბაქო-თბილისი-ყარსის" ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის" მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" და „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლები. თურქეთის მხარეს წარმოადგენდნენ ამ ქვეყნის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს, თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს და არდაჰანის ოლქის ადგილობრივი მართველობის ორგანოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეები განიხილეს „ახალქალაქი-ყარსის" მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის საკითხები, ასევე განისაზღვრა გვირაბის მშენებლობაში მონაწილე საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების (სპეციალისტები, მუშები და სხვა პირები) საქართველოს ტერიტორიაზე (დროებითი საზღვრის გამშვები პუნქტზე) შესვლისა და ტერიტორიიდან გასვლის კონტროლის პროცედურები და დადგინდა სატრანსპორტო საშუალებების საზღვარზე შესვლა-გასვლის თაობაზე მონაცემთა რეგისტრაციის წესი.
მხარეები შეთანხმდნენ „ახალქალაქი-ყარსის" მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებაზე და დასახეს ერთობლივი კომისიის კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული გეგმები პროექტის იმპლემენტაცის დაჩქარების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები