საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტები იმყოფებიან.
ამერიკელი ექსპერტები საქსტატის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლებს წარუდგენენ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების ახალ სისტემებს, შეიმუშავებენ ახალ მეთოდოლოგიას მეცხოველეობის სტატისტიკური ინდიკატორების გასაანგარიშებლად. ექსპერტები ასევე იმუშავებენ საქსტატში ახლად დანერგილი მონაცემთა ელექტრონული შეყვანის, კონტროლისა და რედაქტირების სისტემების შეფასების საკითხზე.
მიმდინარე წელს, ამერიკელი კოლეგების მხარდაჭერით ასევე იგეგმება ტრენინგები საველე პერსონალისთვის და სხვა ღონისძიებები.