დღეს, 17 აპრილს, სპორტის სასახლეში გაიმართება ირანის თავისუფალი ზონების მიღწევების გამოფენა.
გამოფენაში მონაწილეობს ირანის განათლების, კულტურისა და კვლევების აკადემიური ცენტრი, რომელსაც წარმოდგენილი ექნება თავისი მიღწევები შემდეგ სფეროებში: 1. ჰიბრიდული ელექტროსადგური (მზის და ქარის ენერგიით მომუშავე), რომელიც სპეციალური ტურბინებისა და მზის ბატარეების საშუალებით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას; 2. ჰიბრიდული ელექტრო ბოძები (მზისა და ქარის ენერგიით მომუშავე); ქარის ტურბინები და მზის ბატარეები; 3. სამკურნალო მცენარეები. ცენტრში ფუნქციონერებს სამკურნალო მცენარეების კვლევების განყოფილება. ირანის თითქმის ყველა რეგიონში მზადდება სამკურნალო მცენარეებისგან მიღებული სხვადასხვა სახის პრეპარატი; 4. ენტერალური კვება (ზონდით კვება). როდესაც კომაში მყოფი ადამიანები სახლის პირობებში საკვებს იღებენ სპეციალური ზონდებით. გავრცელებულია ოთხ ქვეყანაში; 5. კომბაინის მიერ გადამუშავებული პროდუქციის საზომი ხელსაწყო. აღნიშნული ხელსაწყო დამზადებულია ირანში, ის მაგრდება სასოფლო-სამეურნეო კომბაინებზე და იძლევა სრულ ინფორმაციას სამეურნეო პროდუქციის ზომებისა და მიწის ნაკვეთის პარამეტრების შესახებ; 6. უშვილობის მკურნალობა; 7. მკურნალობა ხდება ღეროვანი უჯრედების გამოყენებით როიანის კვლევეითი ცენტრის მიერ ირანსა და სხვადასხვა ქვეყანაში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა და თურქეთი); 8. ადგილმდებარეობის საინფორმაციო პროგრამა (GIS). აღნიშნული პროგრამით შესაძლებელია ქალაქში არსებული სხვადასხვა ობიექტის მდებარეობის განსაზღვრა და ინფორმაციის ანალიზი; 9. ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი. ახალშობილის ჭიპლარიდან ღეროვანი უჯრედების შენახვა.