აშშ-ს 7 მაისს ოფიციალური ვიზიტით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ჰე ესტუმრება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის, ეს ამერიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება, პაკ კინ ჰე ქვეყნის ლიდერი 2013 წლის 25 თებერვალს გახდა.
ბარაკ ობამა და პაკ კინ ჰე, შეხვედრაზე ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ასევე ერთ-ერთი განსახილველი თემა ჩრდილოეთ კორეის მუქარა და მის მიერ ატომური ბომბის გამოყენების საფრთხე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას, იაპონიასა და აშშ-ს ატომური იარაღის გამოყენებით რამდენჯერმე დაემუქრა.