სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქვეყანაში საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა. აღნიშნული ამნისტია ყველა იმ დანაშაულზე ვრცელდება, რომელიც 2013 წლის 16 აპრილამდე იქნა ჩადენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ მისჯილი, სასჯელი სამუდამო პატიმრობითა და ძლიერი ფიზიკური შრომით შეიევლებათ.
ცნობისათვის სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მსგავსი გადაწყვეტილება გასულ წელსაც მიიღო. ქვეყანაში საყოველთაო ამნისტიით საპყრობილე 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებმა დატოვეს.