ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციური კანდიდატის ენრიკე კაპრილესის ათასობით მხარდამჭერმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ქვეყნის საარჩევნო კომისიისაგან შედეგების გადახედვას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილე სტუდენტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცავებმა კი აქციის დასაშლელად ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს.
ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლა მადურომ ხმათა 51%-ით გაიმარჯვა. მიუხედავად ოპოზიციური კანდიდატის ბრალდებისა, საარჩევნო კომისია საკუთარი შედეგების გადახედვას არ გეგმავს.