ირანში, პაკისტანის საზღვართან ახლოს 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრიდან გამომდინარე, ის ინდოეთის დედაქალაქ დელიში და ახლო აღმოსავლეთშიც იგრძნობოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა 10 აპრილსაც დაფიქსირდა. ბიძგებმა 6.3 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 850 მძიმედ დაშავდა