კომპანია "ვისოლმა" მსოფლიოში წამყვან ნავთობკომპანია "შევრონთან" გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა.
სასტუმრო "რaდისონში" დღეს "შევრონსა" და "ვისოლ ჯგუფს" შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, "ვისოლი" საქართველოში "ტექსაკოს" პროდუქციას გაყიდის.
როგორც მემორანდუმის გაფორმების დროს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სამსონ ფხაკაძემ აღნიშნა, მათი დაკავშირება ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც "შევრონია" ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას და ახალი ბრენდის გამოჩენას.
მისი თქმით, მათთვის პარტნიორობა ძალიან ბევრს ნიშნავს, შესაბამისად, "ვიანორის" ქსელის განვითარებას აქტიურად განაგრძობენ.
"ძალიან გვიხარია, როცა ისინი გრძნობენ, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. არ დავზოგავთ არაფერს, რომ ეს ბრენდი წარმატებული იყოს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ფხაკაძემ.
მემორანდუმის გაფორმებისას ასევე, "შევრონის" წარმომადგენელმა ტომას მელიამ განაცხადა, რომ "ვისოლისა" და "შევრონის" ხედვები ერთმანეთს ემთხვევა და ძირითადად, ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და ადამიანის უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული.
მისი თქმით, საქართველო სწრაფად განვითარებული ქვეყანაა. "ვისოლი" საკმაოდ სწრაფად განვითარდა, ამიტომ ჩათვალეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა ღირდა.
"შევრონი" ცოტა ხანში იქნება ზეთების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი მსოფლიოში", - განაცხადა მელიამ.
„შევრონის“ პროდუქტები სამი წამყვანი ბრენდის
- „შევრონის“, „ტექსაკოს“ და „კალტექსის“
სახელითაა წარმოდგენილი ამერიკასა და ევროპაში. საქართველოში კი, ”ტექსაკოს” პროდუქცია შემოვა.
მომხმარებელს
„შევრონის“ ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა „ვიანორის“
მომსახურების ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ. „ვიანორი“ მომხმარებელს „ტექსაკოს“ საავტომობილო ზეთებს და სხვა საპოხ მასალებს როგორც
მსუბუქი, ისე სატვრთო მანქანებისათვის შესთავაზებს.
ამასთან, პროდუქციაზე მითითებული იქნება ”შევრონის” ლოგოტიპი, რომლითაც ბრენდის იდენტიფიცირება მოხდება.