სამხრეთ კორეისა და ამერიკის ერთობლივ წვრთნებში მონაწილე ამერიკული სამხედრო ვერტფრენი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას საზღვაზე ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 13 ადამიანიდან არავინ დაღუპულა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიზეზი რამაც ვერტფრენის ვარდნა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა, სწორედ ამერიკისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია.
ფხენიანის მუქარის შემდეგ სამხრეთ კორეამ სამხედრო მობილიზება გამოაცხადა, ასევე იაპონიამ სამხედრო გემზე სარაკეტო დანადგარები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.