ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, სამხრეთ კორეაზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანას წინასწარ არ გააფრთხილებს. ინფორმაციას ადგილობრივ სააგენტოებზე დაყრდნობით „სი-ენ-ენი" ავრცელებს.
„ჩვენს მომდევნო საპასუხო მოქმედებებს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებების გარეშე ჩავატარებთ. ფხენიანი სამხრეთ კორეას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აღარ გააფრთხილებს" ნათქვამია ფხენიანის ოფიციალური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.
ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის მდგომარეობის განეიტრალების მიზნით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იაპონიაში ვიზიტისას ისაუბრა და ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ ბირთვული იარაღი გამოუყენებლობისკენ მოუწოდა.