ბოსტონის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ინტერნეტ ბაზა შეიქმნა. Google-მა ყველა დაშავებულის მდგომარეობა ერთ ბაზაში მოათავსა, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა პიროვნების გვარითა და სახელით ტერაქტის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა მოიძიოს. ამ დროისთვის Google-ის ბოსტონის დაშავებულთა ბაზაში 1 800-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
http://google.org/personfinder/2013-boston-explosions/
შეგახსენებთ, რომ ბოსტონის მართონის საფინიშო ხაზთან მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიღო, 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ კი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში ტერორისტული აქტი განხორციელდა.