პოლიციამ ბოსტონის ტერაქტში პირველი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „New York Post" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საუდის არაბეთის მოქალაქეა. აფეთქების შედეგად ეჭვმიტანილმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო და გაძლიერებული დაცვის ქვეშ საამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.
ტერაქტის ადგილზე მომუშავე სპეცსამსახურებმა, რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ ბოსტონის კენედის სახელობის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გაჩნდა.
შეგახსენებთ, ბოსტონის მართონის საფინიშო ხაზთან მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია, 134-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიღო, 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.