საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები წარმატებულად გამოვიდნენ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარებულ ევროპის პირველობაზე.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, ჭაბუკთა ნაკრები კი მე-2 ადგილზე გავიდა.
საქართველოს სამბოს ფედერაციიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა ჯამში 18 მედალი მოიპოვეს - 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. ქართველი სამბისტები თბილისში 16 აპრილს დაბრუდნებიან.
ჭაბუკთა ნაკრები
ოქრო - თორნიკე ნაგლიაშვილი (48 კგ)
ოქრო - თორნიკე ჭოველიძე (60 კგ)
ბრინჯაო - სოლომონ თედიაშვილი (56 კგ)
ბრინჯაო - გიგა ნოზაძე (70 კგ)
ბრინჯაო - აპალონ ზურაბიანი (75 კგ)
ბრინჯაო - ირაკლი გოგია (81 კგ)
ბრინჯაო - ჯონი ჭითანავა (87 კგ)
ბრინჯაო - ჯემალ დაბრუნდაშვილი (+87 კგ)
ახალგაზრდული ნაკრები
ოქრო - ლუხუმ ჩხვიმიანი (62 კგ)
ოქრო - ბექა ტუღუში (68 კგ)
ოქრო - მიხეილ მეზურნიშვილი (74 კგ)
ოქრო - უშანგი მარგიანი (82 კგ)
ვერცხლი - გიორგი მელქუაშვილი (48 კგ)
ვერცხლი - გუგა კიბორძალიძე (+100 კგ)
ბრინჯაო - ლერი ბედინაძე (52 კგ)
ბრინჯაო - თორნიკე მუზაშვილი (57 კგ)
ბრინჯაო - ილია მალვენიშვილი (90 კგ)
ბრიჯაო - თორნიკე ოთინაშვილი (100 კგ)
სას პრესსამსახური