პარიზის ეკონომიკური სკოლის ექსპერტი ჯამილ იბრაჰიმ ჰაიდარი ირწმუნება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ექსპერტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მკაცრი სანქციების შემდეგ ირანული ნავთის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა ქვეყანამ ახალი ბაზრები ნახა და იქ ახალი საქონელით გავიდა. სპეციალისტის აზრით, ირანის ეკონომიკას შეუძლია გადაიტანოს დევალვაცია და ახალ რეალიებსაც შეეგუოს.
როგორც ცნობილია, ირანის მიერ ბირთვული ბომბის შესაძლო შექმნის პერსპექტივამ იმდენად შეაშფოთა დასავლეთის ლიდერები, რომ გადაწყვიტეს ირანული ნავთობის შესყიდვაზე ბოიკოტი გამოეცხადებინათ. გაყინულ იქნა ირანული კომპანიების და მოქალაქეების ანგარიშები და საერთოდ შეწყდა სავაჭრო ურთიერთობა ირანთან. თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ რამდენად ეფექტური გამოდგა აღნიშნული ღონისძიებები. ჯამილ იბრაჰიმ ჰაიდარის თქმით, სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწია და გლობალიზაციის წყალობით, ირანმა ახალი ბაზრების ათვისება შეძლო.