სიირის დედაქალაქ დამასკოში საჰაერო იერიშების შედეგად 25 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები სირიის ხელისუფლებას მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ საჰაერო იერიშებზე ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია სირიის სამხედროებსა და მეამბოხე ძალების შორის ხშირი შეტაკებები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით 2011 წელს დაწყებულ კონფლიქტს 70 000 ადამიანი უკვე შეეწირა.