ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი BRICS-ის ქვეყნებში ოფიციალური ტურნეს ფარგლებში რუსეთს მაისში ეწვევა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დღეს გაავრცელა.
"2013 წლის BRICS-ის ქვეყნებში ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი პირველ შეხვედრებს რუსეთის ფედერაციაში გამართავს",- განაცხადა ისამ ალ-ჰადადმა.
რუსეთის შემდეგ მუჰამედ მურსი ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას და ბრაზილიას ესტუმრება.