ჩრდილოეთ კორეა 15 აპრილს, ქვეყნის დამაარსებლის კიმ ირ სენის დაბადების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ქვეყნის მთავრობა ტრადიციულად სამხედრო ძლიერების დემონსტრირებას ახდენს.
ქვეყნის დამაარსებლის კიმ ირ სენის საიუბილეო ასი წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაული შარშან გაიმართა, სწორედ ამ დღეს ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტა გამოსცადა, რომლის გაშვებაც წარუმატებლად დასრულდა.
დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერი კიმ ჩენ ინი იმ მავზოლეუმთან პირველი მივიდა, სადაც კიმ ირ სენია დაკრძალული.