ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმი 10 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ კვლავ გაიხსნა. თავდაპირველად მუზეუმში მომუშავე რესტავრატორებს მიაჩნდათ, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის მხოლოდ ხუთი წელი დასჭირდებოდათ, თუმცა შენობის მდგომარეობა მეტად მძიმე აღმოჩდა რის გამოც მთლიანი განახლებისთვის მათ 10 წელი დასჭირდათ.
სახელმფიფო მუზეუმის გახსნის ცერემონიალს დედოფალი ბეატრისი ესწრებოდა, რომელსაც პატივი ერგო განახლებული საგამოფენო დარბაზები პირველს დაეთვალიერებინა.
ათ წლიანი რეკონსტრუქციის მანძილზე, საზოგადოებას მუზეუმში დაცული საუკეთესო კოლექციების ნახვა არ შეეძლო. ახლად გახსნილი რეკონსტრუირებული სახემწიფო მუზეუმის გახსნის ცერემონიალს ათასობით ადგილობრივი და ტურისტი დაესწრო.