კომპანია Nasdaq OMX Group-მა, რომელიც Nasdaq-ის ბირჟის მფლობელია, ბირჟის გენერალურ დირექტორს რობერტ გრეიფელდს წლიური ბონუსი 62%-ით შეუმცირა.
ირკვევა, რომ გრეიფელდმა დაარღცია წესი, როდესაც 2012 წლის მაისში, ბირჟაზე Facebook-ის IPO დაუშვა. საუბარია წლიური ბონუსის 542 ათასი დოლარით შემცირებაზე.
აღსანიშნავია, რომ Facebook-მა აქციები ბირჟაზე 2012 წლის 18 მაისს გაიტანა. აქციებზე არსებული დიდი მოთხოვნის გამო, Nasdaq-ის ბირჟაზე გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა, რის გამოც ვაჭრობა 30 წუთით დაგვიანებით გაიხსნა.