კუნძულოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის უცხოელები, რომლებმაც კვიპროსულ ბანკებში დეპოზიტები მიმდინარე წლის 15 მარტამდე გახსნეს და 3 მლნ ევროზე მეტს იზარალებენ კვიპროსის მოქალაქეობას მიიღებენ.
„ამ ზომებით, გარკვეულწილად ზარალის კომპენსირებას მოვახდენთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობის ორ დღიანი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი" განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.
კვიპროს 2013-2016 წლებში ფინანსური კრიზისის გადასალახად 23 მლრდ დახმარება სჭირდება. საერთაშორისო კრედიტორები ქვეყანას 10 მლრდ ევროს ოდენობით ეხმარებიან, ხოლო დარჩენილ 10.3 მლრდ ევროს ქვეყანა საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციის შედეგად მოიპოვებს.