ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ასობით მკვდარი და მომაკვდავი ზღვის ფრინველი იპოვეს. ფრინველების სხეული წებოვანი ნივთიერებით არის დაფარული. სავარაუდოდ მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლების დაბინძურება გახდა.
ველური ბუნების დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ზღვის ფრინველთა ასეთი მასობრივი დახოცვა, წყლის ზედაპირის დაბინძურებამ გამოიწვია, რადგან ფრინველები საკვების მოსაპოვებლად წყლის ზედაპირს დღეში რამდენჯერმე ეხებიან.
ანალოგიური შემთხვევა ორი თვის წინ დაფიქსირდა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ რეზინოვანი დანამატი, რომელსაც გემების საწვავში ძრავების გასაუმჯობესებლად იყენებენ, მნიშვნელოვნად აბინძურებს წყლის ზედაპირს, რომელთან შეხების შემდეგ ფრინველები იხოცებიან.