რუსეთის ეკონომიკა, პირველად 2008 წლის ეკონომიკური კრიზის შემდეგ, რეცესიაში შევიდის. მთლიანი შიგა პროდუქტის შემცირება კრიზისის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. რუსეთში ეკონომიკურ კრიზისს შემოდგომიდან მოელიან. აღნიშნული შესახებ მინიშნება უკვე გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმაც.
მინისტრის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს. მისივე განმარტებით, ასეთი ზომების გატარება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში არ შევიდეს. მინისტრი აღიარებს, რომ შემოდგომით მშპ-ს ვარდნა მოსალოდნელია.
რუსეთის ხელისუფლების გათვლებით მშპ-ს ზრდის ტემპი 2,4 %-ი იქნება, ნაცვლად წინასწარ პროგნოზირებული 3,6 %-ისა.ირკვევა, რომ იანვარ-მარტში ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, ნაცვლად დაგეგმილი 4 %-ისა. იმავდროულად თებერვალში მშპ მხოლოდ 0,1 %-ით გაიზარდა, ხოლო წარმოება 2,1 %-ით შემცირდა.
მასალის გამოყენების პირობები