ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესის "მემკვიდრემ" ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაირა და დარღვევები არ დაფიქსირებულა.
მადუროს მთავარი კონკურენტის ოპოზიციის ლიდერის ენრიკე კაპრილესის შტაბის განცხადებით, არჩევნებმა მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა.
წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხმების 50,7% მოაგროვა, ხოლო ოპოზიცის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა 49,1%.
ვენესუელაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უგო ჩავესის გარდაცვალებამ გამოიწვია. ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში პრეზიდენტის მოვალეობას ნიკოლას მადურო ასრულებდა.