ვენესუელას მოსახლეობა 6 წლიანი ვადით უგო ჩავესის შემცვლელს ირჩევს. პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, თუმცა წინასწარი დაკვირვებით, რეალური შანსი მხოლოდ ორ მათგანს აქვს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლას მადუროსა და ოპოზიციის კანდიდატ ენრიკე კაპრილეს.
ვენესუაელაში თითქმის 18,9 მილიონ ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ქვეყანაში 13,6 ათასი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, ხოლო დახლოებით 300 უბანი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის გახსნილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას მადურომ, რამდენიმე დღის წინ ყველა ის ამომრჩეველი დაწყევა ვინც საკუთარ ხმას სხვას მისცემს.