ბელგიაში, ანტვერპენთან ახლოს მომხდარ ავტოავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტობუსი, რომელსაც რუსი და უკრაინელი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
დაღუპულია სამი ბავშვი, ავტობუსის მძღოლი და გიდი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა ცხედრები და ძლიერი დაზიანების მქონე მგზავრები ქალაქ რანსტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.