ათენში 35 წლის მამაკაცმა აალებადი სითხე გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. უცნობი სხეულის მძიმე დამწვრობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა თვითმკვლელობა ხალხმრავალ ადგილას სცადა, თუმცა გამვლელებმა პოლიციასა და სასწრაფო დახმარებას დროულად გამოუძახეს. საავდმყოფოში გადაყვანის შემდეგ გონს მოსულა მამაკაცმა, ექიმებს სიკვდილის უფლება სთხოვა. დაშავებულს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა, ხოლო მისი სხეულის დამწვრობის სიმძიმის გამო, ვინაობის იდენტიფირება ვერ ხერხდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია თვითმკვლელობის მცდელობა.