აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომლითაც მთავრობას უფლება აქვს, მსხვილი ინტერნეტ კომპანიების მომხმარებლების მონაცემები მიიღოს და უსაფრთხოებს მიზნით, ნებისმიერი სახის ინფორმაცია გაავრცელოს.
ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამართლადამცავებს უფლება აქვთ, ინტერნეტში ჩაშვებული ყველა ინფორმაცია გააკონტროლონ. ამ ქმედებით მთავრობა, ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვასა და საავტორო უფლებების დარღვევასთან ბრძოლას გეგმავს.
კონგრესის მიერ შემუშავებულ ახალ კანონპროექტს, დამოუკიდებელი ექსპერტების არ იზიარებენ და თვლიან, რომ, ამით მთავრობა ამერიკელების სიტყვის თავისუფლების უფლებას არღვევს.