რუმინეთის პრეზიდენტი ტროიან ბესესკუ სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი ავტომობილის მართვისას ავტოავარიაში მოჰყვა. მიზეზი წინ მიმავალი ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება გახდა.
„წინ მიმავალი ავტომობილი მკვეთრი დამუხრუჭებით სწრაფად გაჩერდა. შემთხვევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პრეზიდენტმა დროული რეაგირება ვერ მოახდინა და წინ გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა" , განუცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ბოგდან ოპრიამ.
მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ავტოავარიის ოქმი არ გაფორმებულა და პრეზიდენტს საჯარიმო სანქციები მოეხსნა. როგორც ცნობილია მსგავს სიტუაციაში რუმინეთის პრეზიდენტი 2008 წელსაც მოხვდა, როდესაც დისტანციის დაუცველობის შედეგად წინ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა.