სამხედროებმა გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ საკუთარი წარმოების ახალი სამი რაკეტა წარმატებით გამოსცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო "Farc"-ი ავრცელებს.
"ქვეყნის არმიისა და თავდაცვითი წარმოების მიერ შემუშავებული სამი ტიპის რაკეტა წარმატებით გამოსცადა", _ აცხადებს ირანიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი კიუმარს ხეიდარი, რომელიც მართალია არ აკონკრეტებს ახალი რაკეტების ტიპს, თუმცა აღნიშნავს, რომ საუბარი მიდის რაკეტებზე "მიწა-მიწა", რომელთა გამოცდა ადრე არ მომხდარა.