კუბაში განთავსებულ აშშ-ის გუანტანამოს სამხედრო ბაზის ციხეში პატიმრებსა და პერსონალს შორის შეტაკება მოხდა.
ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, პატიმრებმა მწყობრიდან გამოყვანეს საკნების სათვალთვალო ვიდეოკამერები და დაგმანეს სარკმელები.
როდესაც საკნებში დაცვა შევიდა პატიმრები მათ თავს დაესხნენ. სერიოზული დაზიანება არავის მიუღია.
ინცინდენტი ციხის იმ ნაწილში მოხდა, სადაც თებერვლის ბოლოს რამდენიმე ათეულმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო.