აშშ და ჩინეთი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში ითანამშრომლებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იან ცზეჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა დავსახოთ კონკრეული ღონისძიებები", - განაცხადა პეკინში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
იან ცზეჩიმ აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა მშვიდობიანი გზით უნდა განიმუხტოს და ჩინეთი ამ მიმართულებით ითანამშრომლებს ყველა მხარესთან, მათ შორის აშშ-სთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველად ჩავიდა პეკინში, რათა დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი მოკავშირე ფხენიანზე ზეწოლის აუცილებლობაში.
შეგახსენებთ, რომ ფხენიანი ბალესტიკური რაკეტების გაშვებითა და სამხრეთ კორეაზე, იაპონიაზე და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დარტყმით იმუქრება.