14 აპრილს რუსთავის ავტოდრომზე საზეიმო ვითარებაში საქართველოს საავტომობილო ჩემპიონატი გახსნილად გამოცხადდება.
12:00 საათზე ავტოდრომზე მოსული ავტომოყვარულები დრიფტის შოუს იხილავენ, რის შემდეგაც სტარტს ფორმულის, ლეგენდსის და ძარიანი ავტომობილების კლასების შეჯიბრი აიღებს. მუსიკალურად ავტორბოლას მოწვეული DJ Dimitry Funky გააფორმებს.
ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე ლეგენდების კლასში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადი უკრაინელმა, ბელორუსმა, და ორმა რუსმა მრბოლელმა გააკეთა. მათგან ერთ-ერთი ქალი მრბოლელი ქსენია ნიქსია, რომელმაც გასულ წელს ძარიანი ავტომობილების შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა.
სეზონი ფორმულა ალფას შეჯიბრით დაიწყება, რომელიც წინასწარი პროგნოზით წლეულს ყველაზე დაძაბულ ასპარეზობას გულისხმობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 2013 წელს უკვე მოასპარეზე გუნდების გარდა დაემატება მინიმუმ 5 სხვადახსვა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენი, რომელიც მაისში სპეციალური გათამაშების შემდეგ ფორმულის ბოლიდის მფლობელი გახდება.
მასალის გამოყენების პირობები