საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი აზერბაიჯანში საქმიანი ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი საგზაო უწყების ხელმძღვანელს ჯავიდ გურბანოვს შეხვდა.
ბაქოში ვიზიტის მიზანი ორი ქვეყნის საგზაო პროფილის სამთავრობო ორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვა იყო.
შეხვედრას გაცნობითი დატვირთვაც ჰქონდა. მხარეებმა საგზაო სფეროში ახალი ტექნოლოგიების ურთიერთგაზიარებისა და უახლოეს მომავალში, ერთობლივ პროექტებზე მუშაობის სურვილი გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები