სამორინე „შანგრი ლა თბილმა" „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში" პრეზენტაციას უმასპინძლა. სამტომელურის პრეზენტაცია თავად ავტორმა, სახელგანთქმულმა მწერალმა ევგენი კოვტუნმა მოაწყო და „შანგრი ლა თბილისში" შეკრებილ საზოგადოებას წიგნის შინაარსი გააცნო, რომელიც თავის მხრივ 1917 წლიდან 1991 წლამდე, ყოფილი სსრკ-ში აზარტული თამაშების ისტორიას მოიცავს. ევგენი კოვტუნმა საქართველოში აზარტული თამაშების ისტორიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი კაზინო "კაზინო #2" თბილისში 1922 წელს გაიხსნა. წიგნში „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში" საქართველოში კაზინოების მოწყობაზე და მათ ისტორიაზე ვრცლადაა მოთხრობილი. როგორც კოვტუნი საკუთარ წიგნში წერს, საქართველოში პირველი ოფიციალური კაზინო "ორი ჯუჯა" 1990 წელს გაიხსნა, რომელიც მაშინ ფილამონიის საკონცერტო დარბაზის სარდაფში იყო განთავსებული. ევგენი კოვტუნი, რომელიც სახელმწიფო რეგულირების დარგში, და ასევე აზარტული თამაშებისა და ლატარეების სფეროში ცნობილი ექსპერტია, აცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად აიკრძალა "ზარის" თამაში.
აღსანიშნავია, რომ „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში" პირველი გამოცემაა, რომელიც მიძღვნილია საბჭოთა მოქალაქეების გასართობი გატაცებების ცალკეულ მიმართულებას. წიგნში საუბარია აზარტულ თამაშებსა და ლატარეებზე, და ასევე სათამაშო კარტების წარმოების საქმიანობის ისტორიაზე (სახელმწიფო საბანქო მონოპოლია). სამტომეული ეძღვნება სათამაშო და ლატარეის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, და ასევე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში სათამაშო კარტების წარმოების ისტორიას.
გამოცემა გამოვიდა სამ ტომად: „აზარტული თამაშები", „ლატარეები" და „სახელმწიფო საბანქო მონოპოლია". წიგნში გამოყენებულია იშვიათი სურათები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივებიდან. წიგნის დაწერისას ავტორმა შეისწავლა 5000-ზე მეტი საარქივო მასალა, 1000-ზე მეტი ცენტრალური გაზეთი, და ასევე შეარჩია 600-ზე მეტი ილუსტრაცია. სამ ტომეულში „აზარტი საბჭოების ქვეყანაში" ამომწურავად არის აღწერილი სსრკ-ში აზარტული თამაშების განვითარების ისტორია 1917 წლიდან 1991 წლამდე. ეს გამოცემა საინტერესო საკითხავი გახდება ყველასათვის, ვისაც აინტერესებს სათამაშო ბიზნესის და ლატარეების ისტორია.
სამტომეულის „აზარტი საბჭოების ქვეყანაში" შეძენა შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზიის Amazon.com-ის მეშვეობით. სამტომეულის რამდენიმე ეგზემპლარს სამორინე 'შანგრი ლა თბილისი" საჩუქრად გადასცემს ქალაქის ბიბლიოთეკებს - შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნებს ქალაქ თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
რაც შეეხება სამტომეულის ავტორს, ევგენი კოვტუნის ის სათამაშო და ლატარეის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების დარგში ცნობილი ექსპერტია. ის არის ასევე სათამაშო ბიზნესის სამართლებრივი რეგულირებისადმი მიძღვნილი მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი. ევგენი კოვტუნის სტატიები გამოქვეყნებულია მასობრივი ინფორმაციის მრავალ საშუალებაში რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში, და თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე (მ. შ, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, პოლონურად, ბულგარულად, რუმინულად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, უკრაინულად, სომხურად, ქართულად, სპარსულად და ა. შ.).
რაც შეეხება სამორინე „შანგრი ლა თბილისს", რომელიც ევგენი კოვტუნის მასპინძელია, ყველაზე თანამედროვე და გამორჩეული სათამაშო დაწესებულება საქართველოში. მუშაობს ქ. თბილისში 2012 წლის მარტიდან. სამორინეს მართავს საერთაშორისო ჰოლდინგი Storm International და წარმოადგენს გერმანიაში, რუმინეთში, მექსიკაში, სომხეთსა და ბელარუსში განლაგებული გასართობი კომპლექსების ქსელის ნაწილს.
გასართობი კომპლექსი განთავსებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში „მშვიდობის ხიდთან" ახლოს. სამორინე „შანგრი ლა თბილისი" გთავაზობთ როგორც სამაგიდო თამაშების (ოთხი სახეობის პოკერი, ამერიკული რულეტი, ბლექჯეკი, პუნტო-ბანკო), ასევე თანამედროვე სათამაშო აპარატების დიდ არჩევანს საუკეთესო მსოფლიო მწარმოებლებისაგან. „შანგრი ლა თბილისი"-ს კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი კლუბი Х.О. გათვლილია მათზე, ვისაც უყვარს მაღალი ფსონები, განმარტოებული თამაში მდიდარ ატმოსფეროში და ვიპ-კლასის სერვისით. რესტორანი „შანგრი ლა" კომპლექსის სტუმრებს სთავაზობს ქართული, კონტინგენტური და აზიური სამზარეულოს კერძებს.
სამორინე „შანგრი ლა თბილისი" მუშაობს „საპასუხისმგებლო თამაში"-ს პროგრამის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სტუმრების ინფორმირებას აზარტული თამაშებით ზედმეტ გატაცებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მენეჯმენტის ტრენინგს პრობლემურ მოთამაშეებთან მუშაობის საკითხზე, და ასევე თავად აზარტული თამაშების ჩატარების მკაცრ ნორმებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.