ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ერთობლივი ძალებით იბრძოლონ გადასახადების გადადახდის თავის ამრიდებელთა წინააღმდეგ.
ევროპელი ჩინოვნიკების ინფორმაციით, ევროკავშირი ოფშორების მიზეზით, ყოველწლიურად ერთ ტრილიონამდე საგადასახადადო შემოსავლებს კარგავს.
გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, იტალიის და ესპანეთის ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი ბრიგინგი გამართეს, რომლის შეფასებისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ისინი შეეცადნენ ავსტრიის დარწმუნებას შეცვალოს საკუთარი კანონმდებლობა საბანკო ანგარიშების საიდუმლოებასთან მიმართებაში.
ავსტრია რჩება ევროკავბშირში ერთადერთ ქვეყანად, რომელიც არავის აწვდის საგადასახადო უწყებების ხელთ არსებულ ინფორმაციებს.
აღნიშნულ თემაზე მინისტრები დიკუსიას კვლავ გააგრძელებენ.