ავღანეთის აღმოსავლეთით პროვინცია კუნარში, შეიარაღებული მებრძოლების მიერ მოწყობილ თავდასმას 13 ჯარისკაცი შეეწირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ტერორისტული თავდასხმა ავღანეთის აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვართან ახლოს, სასაზღვრო პუნქტზე განხორციელდა. მათი აზრით, შეიარაღებული თავდასხმის უკან ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანი" დგას.
მომდართან დაკავშირბეით მიმდინარეობს ძიება, ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.