თურქეთის პარლამენტი ანტიტერორისტული კანონის რეფორმას უჭერს მხარს. აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს და ეს რეფორმა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გაძლიერებს.
თურქეთი იმ ქვეყნების სიაში, სადაც ადამიანის უფლებების შესახებ ევროპის კონვენცია ხშირად ირღვევა, წინა რიგებში იყო. ანტიტერორისტული კანონის მიხედით, ათასობით პოლიტიკოსს, ჟურნალისტსა და აქტივისტს მათი გამონათქვამის ან გამოქვეყნებული წერილის საფუძველზე იჭერდნენ.
თუმცა, ქვეყნის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ანტიტერორისტული კანონის რეფორმა იმ პატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, რომლებიც ამბოხებულების მოკავშირეებად ითვლებიან.