ფინანსთა მინისტრს უფლებები ეზღუდება. აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს "ბიზნესასოციაციის" წევრებთნ შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. როგორც მინისტრი აცხადებს, ამიერიდან "საგადასახაო კოდექსის" განმარტების უფლებამოსილება, ფინანსთა მინისტრის ნაცვლად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ექნება.
"რც შეეხება ჩვენს ინიციატივას, რომ ფინანსთა მინისტრს შეეზღუდოს უფლებები. დღეს "საგადასახადო კოდექსის" შესაბამისად ფინანსთა მინისტრს აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით განმარტოს კოდექსი, რაც თვისთავად ცხადია არასწორი და არასამართლიანია. რაც თავის მხრივ ქმნის, ბზინესგარემოს არასტაბილურობის ძალიან დიდ ალბათობას. ამიტომ ფინანსთა მინისტრი და ფინანსთ სამინისტრო გამოვდივართ ინიციატივით, რომ ასეთი უფლებამოსილება ფინანსთა მინისტრს ჩმოერთვას და მხოლოდ საქართველოს პარლამენტი იქნება უფლებამოსილი, რომ განმარტოს კოდექსი და ასევე მხოლოდ სასამართლო იქნება უფლებამოსილი შეამოწმოს თუ როგორ სრულდება ეს კანონი"- განმარტავს ნოდარ ხადური.