26 აპრილს თბილისში უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩამოვა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი თბილისში დაგეგმილ უეფა-ს ფუტსალის თასის გათამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრება.
26-28 აპრილს სპორტის სასახლეში ფუტსალის თასისთვის "ბარსელონა", "კაირათი", მოსკოვის "დინამო" და თბილისის "იბერია სტარი" იბრძოლებენ.
ფედერაცია ჩემპიონატის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.