აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელის ადმირალ ჯონათან გრინეტის განცხადებით, ამერიკა სპარსეთის ყურეში მდებარე გემზე საბრძოლო ლაზერს განათავსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
ლაზერული სისტემა, სადსანტო გემზე, რომელიც ჰუმანიტარულ ოპერაციას ახორციელებს, USS Ponce-ს პორტზე დამონტაჟდება და მისი ღირებულება 40 მლნ დოლარს შეადგენს.
ლაზერული იარაღის სისტემა ენერგიას, გემის ან ვერტმფრენის სენსორების ნეიტრალიზირებისთვის იყენებს. პენტაგონი წლების განმავლობაში ეფექტური ლაზერული სისტემის შექმნას უშედეგოდ ცდილობდა.