ამერიკის შეერთები შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, სამუშაო ოფიციალური ტურნეს ფარგლებში სამხრეთ კორეას ეწვევა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის გამწვავებამ გამოიწვია.
სამუშაო ტურნეს ფარგლებში ჯონ კერიმ პირველი შეხვედრები უკვე გამართა თურქეთში. სამხრეთ კორეის შემდეგ, სახელმწიფო მდივანი ჩინეთსა და იაპონიასაც ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეას მხრიდან მუქარის ტონით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ვითარება ორ ქვეყანას შორის უფრო დაიძაბა.