სოციალური ქსელის "Facebook"-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკენბერგმა ინტერნეტ-ტექნოლოგიების სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკური მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეტედ პრესი" ავრცელებს. პოლიტიკური მოძრაობის სახელწოდებაა "Fwd.us" ("forward us"), რომელიც "წინ, ჩვენთან ერთად"-ის დატვირთვას ატარებს. ეს განცხადება თავად ცუკენბერგმა გაზეთ "Washington Post"-თან საუბარში გააკეთა.
მოძრაობა სამეცნიერი კვლევებს დააფინანსებს და სხვა და სხვა სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებს შეუწყობს ხელს: იმიგრაციიდან დაწყებული განათლებით დასრულებული.
"Facebook"-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ აშშ-ს ამ საკითხების გადაწყვეტის ახალი მიგდომა სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა აყვავების გზას დაადგეს და ეკონომიკურ სიბრტყეში მეტი სამუშაო ადგილი და ინოვაცია შექმნას.
"ჩვენ ძალიან უცნაური საიმიგრაციო პოლიტიკა გვაქვს, რომელიც არ პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს", _ განაცხადა ცუკენბერგმა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა კვალიფიცირებულ იმიგრანტებისათვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაა საჭირო.
ამას გარდა, ცუკენბერგი "მრავალმხრივ საიმიგრაციო რეფორმას ემხრობა" , რაც "ყველაზე ნიჭიერო და შრომისმოყვარე ადამიანების მიზიდვის საშულების მომცემი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ სად დაიბადნენ ისინი".