აშშ-მ მიმართა ჩინეთს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობა და ჩრილოეთ კორეასბირთვული ამბიციები მოათოკინოს.
სეულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ, მისმა თანმხლებმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონს სურს, პეკინმა საკუთარი გავლენა მაქსიმალურად გამოიყენოს და ფხენიანს ბირთვული ამბიციების მოთოკვა ურჩიოს.
თავიმ მხრივ პენტაგონმა არაკორექტული უწოდა ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესაძლებლობას და სამხრეთ კორეასა და აშშ-ზე დარტყმის მიტანას.
კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობა კი საერთაშორისო თანამეგობრობის შშფოთებას იწვევს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას საბრძოლო მზადყოფნაში ყავს მოყვანილი ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები. რაკეტების მოქმედების დიაპაზონი 3-4 ათასი კილომეტრია.
მასალის გამოყენების პირობები