აშშ-ში ათიათასობით არალეგალმა ემიგრანტმა საკუთარი უფლებების დასაცავად დემონსტრაცია მოაწყო. აქციის მონაწილეები ბარაკ ობამას მიერ ინიცირებულ, საემიგრაციო კანონის გაუმჯობესების სწრაფად მიღებას მოითხოვდნენ.
ბარაკ ობამას მოხსენების მიხედვით, ეს რეფორმა კვალიფიციურ ადამიანებს აშშ-ში ჩასვლას უფრო გაუადვილებს. ამასთან, ობამას სურს, რომ არალეგალმა ემიგრანტებმა, აშშ-ში ყოფნის უფლების მოპოვება, მხოლოდ ენისა და ისტორიის ცოდნის საფუძველზე შეძლონ.
სენატორებს და დეპუტატებს შორის შესაბამისი კანონის მიღებაზე დებატები მიმდინარეობს. არალეგალებისთვის მოქალაქეობის მინიჭების წინააღმდეგ ოპოზიციონერი რესპუბლიკელები გამოდიან.