ამერიკელმა ჯარისკაცებმა დასავლეთ ავღანეთში პროვინცია გეარტში, იმ ავტობუს გაუხსნეს ცეცხლი, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაადგილდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა „კარმაპრესი" ავრცელებს.
ინციდენტი ქაბულ-გერატის ტრასაზე მაშინ მოხდა, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეების ავტობუსი ამერიკელი სამხედროების კოლონას მიუახლოვდა. შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით არცერთი მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.