პალესტინის პრემირ-მინისტრმა სალიმ ფაედამ ქვეყნის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს გადადგომისკენ მოუწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „როიტერი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც, ლიდერები პალესტინის ავტონომიის მთავრობის პოლიტიკაზე ვერ შეთანხმდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალესტინის ავტონომიის პრემიერის პრესსამსახურმა კომენატრი არ გააკეთა, ასევე უცნობია დააკმაყოფილებს, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერის მოთხოვნას.