პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით პაკისტანის ადგილობრივი არმიის, მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 15 თალიბი ტერორისტი დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირბეით ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა.
ერთ კვირაზე მეტია თალიბებსა და სახელმწიფო არმიას შორის შეტაკებები მიმდინარეობს, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროის განმავლობაში, ათობით ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.