იდუმალი გიგანტური პირამიდა აღმოაჩინეს ისრაელში, გალილეის ზღვაში. არქეოლოგები ვერ ახერხებენ განსაზღვრონ, როდის არის ის აგებული და რა დანიშნულება გააჩნია. კონუსური, ბაზალტით და ლოდებით აშენებული ნაგებობა 60 ათას ტონას იწონის და ბევრი თანამედროვე ხომალდების წონას უტოლდება. პირამიდის სიმაღლე ათი მეტრია, დიამეტრი - 69 მეტრი. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი" იუწყება.
მეცნიერთა თქმით, ქვები უბრალოდ ერთმანეთზეა განლაგებული და არ არის კედლების არანაირი კვალი, რომლითაც შეიძლება შემოსაზღვრული ყოფილიყო ეს ნაგებობა. ამასთან, მკვლევარები არ ეჭვობენ, რომ პირამიდა ხელოვნური წარმოშობისაა და ის მაშინ ააგეს, ვიდრე ამ ადგილს გალილეის ზღვა დაფარავდა.
ახლა არქეოლოგები არტეფაქტების მოსაძიებლად წყალქვეშა გათხრების დაწყებას გეგმავენ, რომელიც მათ ნაგებობის ასაკის დადგენაში დაეხმარება, თუმცა, უკვე ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 4 ათასი წლის წინ უნდა იყოს აგებული. მეცნიერების აზრით, იდუმალი პირამიდა ძველი ქალაქის, ბეტ-იერახის მცხოვრებლებმა ააშენეს. ქალაქი იმ დროისათვის ერთ-ერთი მსხვილი დასახლება იყო რეგიონში და იქ დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი ცხოვრობდა.