დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის, მიერ მოწიფულ ასაკში დაწერილი ერთადერთი ლექსის ხელნაწერი ლონდონში Bonhams აუქციონზე არანაკლებ 15 ათას ფუნტად გაიყიდება.
40 პწკარიანი ლექსი სახელწოდებით" ჩვენი თანამედროვე ლოზუნგები" 1899 ან 1900 -იან წლებში დაიწერა, როცა ჩერჩილი საზღვარგარეთ ჯარში მსახურობდა. იმ დროს ჩერჩილი 20 წელზე მეტის იყო.
ბავშვობაში, სკოლაში სწავლის დროს ჩერჩილი წერდა ლექსებს, მან პოეზიის კონკურსზე ჯილდოც მიიღო.
ლექსი რომელიც ჩაქუჩის დარტყმით აუქციონზე გაიყიდება დაწერილია ჰუსართა მე-4 პოლკის საფოსტო ბლანკზე, ლურჯი ფანქრით, შედგება ოთხი სტროფის 10 პწკარისგან და თითოეული მთავრდება ქალაქის სახელებით, რომლებიც ბრიტანეთის იმპერიაში შედიოდა.
1953 წელს უისტონ ჩერჩილმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო , მისი მრავალი ნაშრომებისთვის, კერძოდ ნაშრომისთვის რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეძღვნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები