საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია "Human Rights Watch" (HRW) -ი სირიის ხელისუფლებას სამოქალაქო, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამიზნული დარტყმების განხორციელებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მიერ შედგენილ ანგარიშში ყოველივე ეს "სამხედრო დანაშაულადაა" აღიარებული. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"Human Rights Watch"-ის მიერ შედგენილ ანგარიშში მოყვანილია 50 -ზე მეტი ფაქტი იმისა, თუ როგორ ხორციელდებოდა სირიის სხვა და სხვა დაასხლებულ რაიონებში გამიზნული დარტყმები მოსახლების მიმართ.
ამასთან ერთად, ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია ამბოხებულებიც იმის გამო, რომ ისინი მჭირდროდსახლებულ რაიონებს საკმარისად არ დასცილდნენ ბრძოლების წარმოების დროს. გაკრიტიკებულია ასევე რუსეთის და ჩინეთის პოზიცია, გაეროს იმ რეზოლუციების დაბლოკვების გამო, რომლებშიც სირიის მთავრობის ქმედებებია დაგმობილი.
2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ავლისამდე მოსკოვსა და პეკინს დაბლოკი აქვთ სამი ამგვარი რეზოლუცია.
"Human Rights Watch" მოუწოდებს გაეროს მიიღოს სასწრაფო ზომები, რომლებიც სირიისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსადმი მიმართვას გულისხმობს.
"Human Rights Watch"-ის ბოლო ანგარიშის სახელწოდებაა "სიკვდილი ციდან" და მასში საუბარია იმაზე, რომ 2012 ივლისიდან სირიის საჰაერო შეიარაღებული ძალები გამუდმებულ ავიადარტყმებს ახორციელებენ იმ ქალაქებსა და დაახლებულ პუნქტებზე, რომლებიც ოპოზიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიის ავიაცია გამიზნულად, წეტრილოვან დარტყმებს ახორციელებს და ბომბავს მაგალითაც პურის საცხობებს და იქ პურის საყიდლად მისულ ხალხს. იბომბება ასევე საავადმყოფოები.
მასალის გამოყენების პირობები